რა გარიგებას სთავაზობდნენ მერაბ ღოღობერიძეს 

27 აპრილი 2017, 00:00 2817 ნახვა

წლის კიდევ ერთი ხმაურიანი საქმე ბათუმის აქციაა. სისხლის სამართლის ბრალდებულთა შორისაა მერაბ ღოღობერიძე. მას ბრალად ედება მასობრივი არეულობის ორგანიზება.

წინასწარ პატიმრობაში მყოფ ღოღობერიძესთან დღეს მისი ადვოკატი პაატა შავაძე იმყოფებოდა, რომელმაც ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ, სასამართლო სხდომამდე, იზოლატორში შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ და ღოღობერიძეს ცრუ ჩვენების მიცემა - აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორად სუს-ის თანამშრომლის დასახელება შესთავაზეს, სანაცვლოდ კი გათავისუფლებას დაჰპირდნენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში