ბათუმის მოვლენები- გადადებული სასამართლო პროცესი 

27 აპრილი 2017, 00:00 2399 ნახვა

11-12 მარტის მოვლენებისას და შემდგომ დღეებში ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მუხლებით 100-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს. ადმინისტრაციული საქმეების განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჯერ კიდევ არ დასრულებულა. განხილული საქმეებიდან 10-მდე შემთხვევაში პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დაკავებულს სამართალდარღვევა ვერ დაუდგინა და მოსამართლემ წარმოება შეწყვიტა.

სამი პირის სასამართლო პროცესი უკვე მეორედ გადაიდო. პირველ ჯერზე გიორგი ბადრიშვილის, ირაკლი ჯიბლაძის და გურამ ჩიკვაიძის პროცესი მტკიცებულებათა მოპოვების, დღეს კი ერთ-ერთი მათგანის გამოუცხადებლობის გამო არ ჩატარდა. სასამართლოს მსგავსი ადმინისტრაციული საქმეების განსახილველად 2 თვიანი ვადა აქვს, ანუ პროცესი დაახლოებით 12 მაისისთვის უნდა დასრულდეს.

ამავე კატეგორიაში