საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. სახელმწიფო დროშები დაშვებულია ადმინისტრაციულ შენობებზე, სამხედრო ქვედანაყოფებსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
საქართველოს პარლამენტის დადგენილებით 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.