ვითარება გზებზე

25 თებერვალი 2025, 18:07 169 ნახვა

ცენტრთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონის მასშტაბით. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, თოვლის საფარისგან თემების ცენტრთან დამაკავშირებელი გზები გაიწმინდება. დიდთოვლობამ გადაადგილების პრობლემა შექმნა.
უხვი ნალექის გამო გაწმენდითი სამუშაოები გართულდა. საავტომობილო გზების ტექნიკა ყველა მუნიციპალიტეტშია მობილიზებული. მუშაობს ასევე მერიის ბალანსზე არსებული ტექნიკაც.
გიორგი ცინარიძის ინფორმაციით, გზა იწმინდება ასევე ბათუმი-ქობულეთის შემოვლით მაგისტრალსა და ბათუმი-ახალციხის მიმართულებით. აჭარის საგზაო დეპარტამენტის უფროსი მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს ქალაქში გამართული ავტომობილებით იმოძრაონ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში