ვითარება ბათუმში

25 თებერვალი 2025, 19:56 263 ნახვა

მე-6 დღეა დიდთოვლობაა ბათუმში. შეჩერებულია საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა რომელზეც შეზღუდვა ხვალაც გაგრძელდება. შეფერხებაა წყალმომარაგების ნაწილში, მერის ინფორმაციით 20 000 აბონენტს ღამის 12 საათიდან აღუდგება წყალმომარაგება.
მერის ინფორმაციით იწმინდება გზები, გამოდარებასთან ერთად კი გაიწმინდება მეორეხარისხოვანი ქუჩები, შესაბამისად აღდგება სატრანსპორტო მიმოსვლა და საგანმანათლებლო პროცესი.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში