საქართველოსა და სომხეთის მატჩის ბილეთები 27 თებერვლიდან გაიყიდება

26 თებერვალი 2025, 11:42 210 ნახვა

ერთა ლიგის პლეი ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 20 მარტს, ერევანში გაიმართება. 23 მარტს კი საქართველოს ნაკრები მეტოქეს „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს.

ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, „დინამო არენაზე“ გასამართ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 27 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება და მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, TKT.GE პლატფორმაზე იქნება ხელმისაწვდომი.

ბილეთის ფასი 20, 40, 70 და 100 ლარი იქნება, თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სტუმარი გუნდის ფანებისთვის გამოყოფილი პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორზე ქართველი გულშემატკივრები არ დაიშვებიან.

ერევანში 20 მარტს გასამართ მატჩზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 28 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა ერევნის ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე გაიმართება, რომელიც 14,000 მაყურებელს იტევს. ბილეთის ფასი 10 ლარია, თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი