დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ბათუმში. ხანგრძლივი თოვის შედეგად გართულებულია გადაადგილება გზებზე. დაზიანდა სახლების სახურავები.
აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. დაზიანდა სასმელი წყლის ცენტრალური მილი, თუმცა აღდგენითი სამუშაოები უკვე დასრულებულია და ყველა აბონენტს ეტაპობრივად მიეწოდება წყალი.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, გზების გაწმენდის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაშ მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართულია როგორც მუნიციპალური, ასევე დაქირავებული სპეცტექნიკა.