''საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა''- რეზოლუცია ევროსაბჭოში

28 აპრილი 2017, 00:00 2001 ნახვა

''საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ'' რეზოლუცია დღეს ევროსაბჭოში ბიუროზე დარეგისტრირდება.  დოკუმენტი საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა მოამზადა.

ტექსტში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯები, ასევე, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა მდგომარეობა მუდმივად უარესდება, მათ შორის, ირღვევა გადაადგილების, განათლების და სხვა უფლებები.რეზოლუციის პროექტს სრულად იზიარებს საპარლამენტო უმცირესობა და ამბობს, რომ ბიუროზე  პროექტს მხარს დაუჭერენ.

ამავე კატეგორიაში