“ბეთლემის” საკითხი საკრებულოზე განიხილეს

27 მაისი 2016, 00:00 3907 ნახვა

საკრებულოს სხდომაზე საფეხბურთო კლუბ "ბეთლემში" განვითარებულ მოვლენებზეც იმსჯელეს. ოპოზიციამ საკრებულოსგან კლუბში განვითარებული მოვლენების შესწავლა მოითხოვა. თავმჯდომარის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ გამოძიება ბეთლემის დაჯარიმების კანონიერებას დაადასტურებს, საჯარიმო თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ გადაიხდიან. გარდა ამისა, ოპოზიციამ ინიციატივით მიმართა საკრებულოს წარმოადგინოს დასკვნა 2014-2015 წლებში ქედის გამგეობაში განვითარებულ მოვლენებზე, რომელსაც პროკურატურა სახელმწიფო აუდიტის საფუძველზე იძიებს. დასკვნის მიხედვით 75 თანამშრომელი გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლეს და კომპენსაციის სახით ბიუჯეტიდან 46 ათას 45 ლარი გაიცა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში