სოფელ კოკოტაურის საფლავის მცველები

28 აპრილი 2017, 00:00 5702 ნახვა

დღეს, ქედაში, სოფელ კოკოტაურის მაცხოვრებლები შეიკრიბნენ და კომპანია "სახელმწიფო ელექტროსისტემას"  მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზების სხვა ადგილზე გაყვანა მოსთხოვეს. აღმოჩნდა, რომ სოფელში, სადაც მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები უნდა დამონტაჟდეს, იქ უძველესი საფლავებია.  

მერაბ ბერიძე ამბობს, რომ რომ ისინი არ დაუშვებენ აქ მშენებლობას, ეს წინაპრების შეურაცხყოფაა. "უძველესი საფლავებია და არ გვინდა მოითხაროს. ამიტომ ვთავაზობთ კომპანიას, სხვა ტერიტორიაზე გადაიტანოს ეს ანძა. არის შესაბამისი ტერიტორია სოფელში, სადაც შეიძლება დაამონტაჟონ" - ამბობს მერაბ ბერიძე.

ადგილობრივები ყვებიან, რომ თავადაც არ იცოდნენ ზუსტად ამ ტერიტორიაზე საფლავების არსებობის შესახებ. ფაქტი მას შემდეგ გამომჟღავნდა, რაც კომპანიის ტექნიკამ მუშაობა დაიწყო და მუშები ძველ საფლავებსა და ძვლებს გადააწყდნენ. მუშაობა დროებით შეჩერებულია.

სააქციო საზოგადოება "სახელმწიფო ელეტროსისტემის" მმართველთა საბჭოს წევრი, გიორგი შარკოვი კი აცხადებს, რომ საფლავების არსებობის შესახებ სამუშაოების დაწყებამდე იყო ცნობილი და შესაბამისი შეთანხმება მოსახლეობასთან, სასულიერო პირებთან და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან. "სამუშოების დაწყებამდე გვქონდა მოლაპარაკებები ადგილობრივებთან, სასულიერო პირებთანაც, რადგან იყო ვარაუდი, რომ შეიძლება აქ აღმოჩენილიყო საფლავები. შევთანხმდით, რომ თუ საფლავი აღმოჩნდებოდა გავჩერდებოდით დროებით მუშაობას და საფლავებს გადავიტანდით სხვა ტერიტორიაზე. ასეც მოვიქეცით, თუმცა რატომღაც თავიდან დაიწყო მოსახლეობამ საპროტესტო აქციები" - აცხადებს გიორგი შარაკოვი

კომპანიაში ამბობენ, რომ ადგილობრივების მოთხოვნა, ანძა დაიდგას სხვაგან ტექნიკურად შეუძლებელია. "სამწუხაროდ, სიტუაციაა ისეთი, რომ ტექნიკურად ანძის გადატანა ვერ მოხერხდება. პროექტს აქვს თავისი ტექნიკური პარამეტრები, ნორმები და სტანდარტები, ამიტომ იასე მარტივად ანძის გადატანის საშუალება არ გვაქს და მხოლოდ საფლავების გადატანა შეგვიძლია" - აცხადებს შარაკოვი

 

ავტორი: როინ გუნდაძე 

ამავე კატეგორიაში