ქობულეთში მუნიციპალური ტრანსპორტის ნაწილმა მუშაობა განაახლა. ქობულეთის ტრანსრეგულირების სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ავტობუსები მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე მოძრაობენ.
მათივე განმარტებით, ამჟამად ოთხი ავტობუსი დ.აღმაშენებლის და შ.რუსთაველის ქუჩებზე 19:00 საათამდე იმოძრავებენ.
რაც შეეხება სოფლებს, ავტობუსები ამ მიმართულებით, ეტაპობრივად, მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორების შესაბამისად აღდგება. უხვი ნალექის და დიდთოვლობის გამო მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მოძრაობა რამდენიმე დღის წინ შეაჩერა.