დიდთოვლობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, გურიის რეგიონში 140 ტონა სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქტები გაიგზავნა.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო შტაბის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გაგზავნილი პროდუქტი, გურიის მხარის სამივე მუნიციპალიტეტში განაწილდება და მოსახლეობას გადაეცემა.