ვითარება ბათუმში

27 თებერვალი 2025, 20:00 107 ნახვა

ბათუმში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქში პრობლემები შექმნა. მოქალაქეები ამბობენ, რომ დასახლებიდან ვერ ხერხდება ნარჩენების გატანა, ასევე შიდა უბნებზე შეფერხებულია გადაადგილება. ნალექმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები და კერძო ობიექტები , ბოკო შემთხვევა დღეს დაფიქსირდა ვარშანიძის ქუჩის 141 ნომერში მდებარე საწარმოს სახურავი ჩამოიშალა , შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა . ბათუმის მერიაში აცხადებენ რომ პრობლემა იყო წყალმომარაგების კუთხითაც , ამ ეტაპზე აღდგენილია დაზიანებული ინფრასტრუქტურა და აბონენტებს წყალი სრულად მეწოდება.

ასევე , გრძელდება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები და 70 ერთეული მძიმე ტექნიკა აწარმოებს გზის გაწმენდით სამუშოებს. ასევე , მერიის ინფორმაციით სტიქიის შედეგად 14 საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოიშალა, რის გამოც დაზარალებული ოჯახები თვითმმართველობამ დროებით ქირით გაიყვანა, პარალელურად კი დაზიანებული სახლების შესწავლა მიმდინარეობს.

რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ დღეს განაახლა მუშაობა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა. რაც შეეხება ნარჩენების გატანის საკითხს, სანდასუფთავებაში აცხადებენ, რომ პრობლემას არასწორი პარკირება და უხვი ნალექი ქმნიდა. რა ზარალი მიაყენა ბათუმს დიდთოვლობამ ამ ეტაპზე უცნობია, ასევე უცნობია ქირით გაყვანილი ოჯახებიდან რამდენი დაუბრუნდება საკუთარ საცხოვრებელს და რომელ პროგრამაში ჩაერთვება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მომდევნო დღეებში , ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება.

 

 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი