ვითარება ქობულეთის მაღალი ზონის სოფლებში

27 თებერვალი 2025, 20:13 117 ნახვა

დიდთოვლობამ პრობლემა შექმნა ქობულეთშიც , ქობულეთში მერიის ინფორმაციით ამჟამად სოფელ ცხემვანში თოვლში ჩარჩენილი ერთი რეინჯერის და ცხემვანის ეკლესიის სასულიერო პირის გამოყვანის პროცესი მიმდინარეობს. 

მაუწყებელს სოფელ ქაქუთიდან დაუკავშირდნენ ადგილობრივები რომლებიც დახმარებას ითხოვენ , ამ დროისთვის ნაწილი მოსახლეობის გამოყვანილია სოფლებიდან , დანარჩენ მიმართულებებზე მიმდინარეობს სპეც ჯგუფების ჩართვა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტრო ენერგია აღდგენილია. რაც შეეხება საავტომობილო გზას, მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითაა შესაძლებელი. ისევ გამოწვევაა წყლის მიწოდება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი