საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა თურქეთთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 1:3 დამარცხდა. ამ გუნდების პირველი შეხვედრაც სტუმრებმა 2:1 მოიგეს. ამჯერად თურქების კარში ერთადერთი გოლი „დინამო თბილისის“ თავდამსხმელმა, სანდრო მიქაუტაძემ გაიტანა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.
სანდრო კობახიძის გუნდის მომდევნო შეკრება აპრილშია დაგეგმილი, სადაც საქართველოს 16-წლამდელები მოლდოვაში განვითარების თასზე ითამაშებენ. ოქტომბერში კი ეს ასაკობრივი ნაკრები 17-წლამდელთა ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.
ჩვენი გუნდი შემოდგომაზე შესარჩევ ციკლში ისლანდიასა და საბერძნეთს დაუპირისპირდება. სამგუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე ორი საუკეთესო გუნდი გავა. ჯგუფური ეტაპის მატჩებს საქართველო უმასპინძლებს.