დასავლეთ საქართველოში სასწრაფო დახმარების ბრიგადები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას - ჯანდაცვა

28 თებერვალი 2025, 13:49 251 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის გამო, სასწრაფო დახმარების ბრიგადები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

მათივე ცნობით, სასწრაფო დახმარების ბრიგადები 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფენ სამედიცინო სერვისების მიწოდებას.

„მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა სპეციფიკურ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ, სასწრაფო დახმარების ბრიგადებს სამედიცინო დაწესებულებებში გადაჰყავთ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოხდა ფარმაცევტული კომპანიების მობილიზება, რათა მოსახლეობისთვის მედიკამენტების უწყვეტი მიწოდება იყოს უზრუნველყოფილი“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში