ბათუმში მუნიციპალურმა ავტობუსებმა მოძრაობა კიდევ რამდენიმე მიმართულებაზე განაახლეს

28 თებერვალი 2025, 15:00 309 ნახვა

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, მუნიციპალურმა ავტობუსებმა : №2, №2ა, №7, №7ა, №9 და №15 მოძრაობა განაახლეს. 

"№2 – იმოძრავებს აეროპორტის წრიულიდან ჭავჭავაძის ქუჩის გავლით თაბუკაშვილის ქუჩამდე.

№2ა – იმოძრავებს კაჩინსკების ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩის გავლით თაბუკაშვილის ქუჩამდე.

№7 და №7ა – გადაადგილდებიან ჩვეული მარშრუტით.

№9 – იმოძრავებს ნონეშვილის ქუჩიდან გორგილაძის ქუჩის გავლით აეროპორტის წრიულამდე.

№15 – იმოძრავებს ზედა ღელის ასახვევიდან გორგილაძის ქუჩის გავლით ნონეშვილის ქუჩამდე.

ამ ეტაპზე 27 სამარშრუტო ხაზიდან 21-ზე მოძრაობა უკვე აღდგენილია, ხოლო დარჩენილ მიმართულებებზე ავტობუსების მოძრაობა ეტაპობრივად აღდგება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული ცვლილებები", - აღნიშნულია განცხადებაში. 

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი