ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური სამსახურები განაგრძობენ უწყვეტ რეჟიმში მუშაობას. ყველა ცენტრალური და საკვანძო გზა გაწმენდილია. დასასრულს უახლოვდება შიდა საუბნო გზების თოვლის საფარისაგან გათავისუფლების სამუშაოები.
ინტენსიურად მიმდინარეობს დიდთოვლობის შედეგად დაზიანებული სახურავებისა და საჩრდილობლების დემონტაჟი და აღდგენა. უწყების ცნობით, უწყვეტად გრძელდება ქალაქის სანიაღვრე სისტემის წმენდა და გამტარუნარიანობის მონიტორინგი. მუნიციპალური ავტობუსები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.