დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემები დასავლეთ საქართველოში - სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. აჭარის მაღალმთიანეთში გზების გაწმენდით სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მერიების ბალანსზე არსებული ტექნიკა ახორციელებს.
უწყებების ცნობით, ამ ეტაპისთვის ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზების უმეტესი ნაწილი გაწმენდილია, დარჩენილ მონაკვეთებზე სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სამუშოების წარმოებას განვითარებული ზვავები ართულებს. მუნიციპალიტეტებში მუშაობს საგანგებო შტაბები და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.