ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კვლავ ჩავა აშშ-ში, თუ ტრამპი მიიწვევს კონსტრუქციული დიალოგისთვის

03 მარტი 2025, 11:36 86 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზად არის, შეხვდეს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, თუ ის კვლავ მიიწვევს რეალური პრობლემების გადასაჭრელად.

როგორც გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს, ლონდონში, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ევროპელი ლიდერების სამიტში მონაწილეობის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა იმსახურებს თანასწორ დიალოგს და კვლავ ჩავა აშშ-ში, თუ ტრამპი მიიწვევს კონსტრუქციული დიალოგისთვის, რეალური პრობლემების გადასაწყვეტად, სერიოზულ საკითხებზე გადამწყვეტი ქმედებებისა და პასუხებისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში