საქართველოში დედის დღე აღინიშნება

03 მარტი 2025, 12:00 142 ნახვა

დღეს საქართველოში „დედის დღე“ აღინიშნება. 3 მარტი „დედის დღედ“ 1991 წელს, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაარსდა.        

1993 წელს მიიღო შესაბამისი დადგენილება პარლამენტმაც და ეს დღე უქმეა.    

დღესასწაულს ქვეყანა სხვადასხვა ღონისძიებით ხვდება.

ტრადიციულად შვილები დედებს ყვავილებს, ღია ბარათებს ან სიმბოლურ საჩუქრებს ჩუქნიან.   

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში