ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია იმართება

04 მარტი 2025, 13:26 158 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია იმართება მოთხოვნით – „თავისუფლება მზია ამაღლობელს“.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მზია ამაღლობელი პოლიტპატიმრია და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

„მზია ამაღლობელის საქმეზე“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა დღეს 14:00 საათზე დაიწყება.

წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი და ასევე, ეს საქმე არსებითად უნდა განიხილოს თუ არა სასამართლომ.

მოსამართლე ასევე განიხილავს მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობას.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში