ზედა თხილნარში გზის გაწმენდას ითხოვენ

04 მარტი 2025, 14:08 592 ნახვა

თოვლის საფარისგან გასაწმენდია გზა ზედა თხილნარში, სასოფლო გზით ადგილობრივების ინფორმაციით, 50-ზე მეტი ოჯახი სარგებლობს, თუმცა თითქმის ორი კვირაა მოქალაქეები ავტომობილით ვერ გადაადგილდებიან, ფეხით კი 5 კილომეტრამდე გზის გავლა უწევთ. აღნიშნული დასახლებიდან დღეს სკოლაში ვერ მივიდა მოსწავლეების ნაწილი.

 ხელვაჩაურის  მერიაში ვერ აკონკრეტებენ, როდის დაიწყებს ტექნიკა ზედა თხილნარში მუშაობას.

სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს. თუმცა წერილობით გვიპასუხეს, რომ გზები ეტაპობრივად უნდა გაიწმინდოს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში