ბინები ეკომიგრანტებისა და  დევნილებისთვის

28 აპრილი 2017, 00:00 2672 ნახვა

წაბლანის ტრაგედიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი 220  ოჯახი, ბინებს ბათუმში მიიღებს. საცხოვრებელი კორპუსის  მშენებლობა  2018  წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს.

მშენებლობა ორი წლის წინ დაიწყო, თუმცა, მაშინ კომპანიამ, რომელიც პროექტს ახორციელებდა, აღებული ვალდებულება არ შეასრულა. სამუშაოები მას შემდეგ განახლდა, რაც პროცესში ახალი სამშენებლო კომპანია ჩაერთო. წაბლანელებთან ერთად საცხოვრებელ ფართს ამავე კორპუსში იძულებით გადაადგილებული 164 ოჯახი  მიიღებს.  ამის შესახებ დღეს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. დღესვე ცნობილი გახდა რომ ჩაქვში,  წერეთლის  ქუჩაზე  მდებარე  კორპუსში  2006 წლიდან შესახლებულ ოჯახებს საკუთრება სიმბოლურ ფასად – 1 ლარად დაუკანონდებათ.

იძულებით გადაადგილებულმა პირებმა მინისტრთან შეხვედრისას 45 ლარიანი  დახმარების  შესაძლო  მოხსნის საკითხზეც ისაუბრეს. სოზარ სუბარის განმარტებით მათ ვისაც 101 ათასზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს - ცვლილება არ შეეხება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში