"ძეგლი ფაქტობრივად განადგურდა"- კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო საციხურის მეჩეთზე

04 მარტი 2025, 16:30 110 ნახვა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ხულოს მუნიციპალიტეტში, საციხურის (ყოფილი დიდაჭარის) მეჩეთთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

"3 მარტს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება საციხურის მეჩეთში ხანძრის თაობაზე.

შემთხვევის შედეგად, ძეგლი ფაქტობრივად განადგურდა. ხანძრის მიზეზების გამოსავლენად მიმდინარეობს მოკვლევა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დაუკავშირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს, რათა დაიგეგმოს შემდგომი ღონისძიებები.

საციხურის ჯამე XIX ს.-ის პირველი ნახევრის ქართული ჯამეების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში იყო და მინიჭებული ჰქონდა ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის კატეგორია.

საციხურის ჯამე, რომელიც 1814 წელს აიგო და 1828 წელს ლაზმა ოსტატებმა შეამკეს, 2002 წლამდე სოფ. დიდაჭარაში იდგა, შემდეგ კი სოფ. საციხურში გადაიტანეს", - აღნიშნულია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში