მტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა - მსუბუქი ავტომობილი მეტეხის ხიდიდან მტკვარში ჩავარდა.
ძებნა-შველის სამუშაოები რამდენიმე საათია გაგრძელდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სამართალდამცველების ეკიპაჟები იმყოფებიან.
რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.