ახალშენში სკოლის მოსწვალეები და ბაღის აღსაზრდელები სააღმზრდელო პროცესს ერთ შენობაში გადიან. ათეულობით წელია სოფელს ბაღისთვის შენობა არ აქვს.
როგორც დღეს ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე ითქვა, პრობლემა მომავლისთვის მოგვარდება. გამგეობა მშენებლობისთვის აჭარის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 800 ათას ლარს ითხოვს.