დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა. ნინო გულეიშვილის თქმით, 100 000-მდე აბონენტს არ მიეწოდებოდა დენი, ამ დროისთვის ეს პრობლემა აღმოფხვრილია და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენითი სამუშაოებიც დასრულებულია. მან ისაუბრა ასევე მოსახლეობისთვის უსაფუძვლოდ დარიცხულ გადასახადებსა და გაზრდილ კომუნალურებზე, საუბარია ბუნებრივ აირსა და ელექტრო ენერგიაზე.
როგორც ირკვევა, აღნიშნული პრობლემა გამოწვეულია მოშლილი აღრიცხვიანობის სისტემით. ენერგოომბუდსმენის სამსახურში აცხადებენ, რომ თუ მოქალაქეები ეჭვის ქვეშ აყენებენ დარიცხული გადასახადების ოდენობას უნდა მიმართონ განცხადებით ან სატელეფონი შეტყობინებით და ისინი სათანადო ზომებს მიიღებენ.
პრობლების მასიური ხასიათის არსებობის შემეთხვევაში კი, კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ - თქვა ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა.