“სუფთად ევროპისკენ” - კვირეულის დასკვნითი ღონისძიება

29 აპრილი 2017, 00:00 2373 ნახვა

დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დღეს დასრულდა. გარემოსდაცვითი ღონისძიება დასუფთავების აქციით აღინიშნა. ერთად მოვუაროთ გარემოს - ამ სლოგანით დედამიწის კვირეულის აქციაში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაერთო. სტუდენტებმა და ლექტორ-მასწავლებლებმა სანაპირო ზოლი დაასუფთავეს. გარემოს დაცვის სამინისტროს მასშტაბურ კამპანიაში ''სუფთად ევროპისკენ'' მთავრობის წევრები და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. აქციის მიზანი საზოგადეობის ცნობიერების დონის ამაღლებაა.   

ამავე კატეგორიაში