გიორგი ბაჩიაშვილის საქმე

07 მარტი 2025, 14:09 191 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ და ახლა უკვე ძებნაში მყოფ გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

პროკურორმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. მისი თქმით,  ყველა მტკიცებულება პირდაპირ ადასტურებს ბრალდებულის დამნაშავეობას და შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. 

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის 3 საქმეზე აქვს წარდგენილი და სამივეზე  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

პროკურატურამ ინტერპოლს გიორგი ბაჩიაშვილის წითელი ცირკულარით ძებნის თაობაზე უკვე მიმართა, რაზეც ბაჩიაშვილის ადვოკატი ამბობს, „ეს სტანდარტული პროცედურაა და  ამაში სიახლე არაფერია.

ლევან მახარაშვილის თქმითვე, ინტერპოლსა  და ყველა სათანადო სტრუქტურას მიაწვდიან ინფორმაციას, რომ ბაჩიაშვილი არ უნდა დააკავონ.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში