რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ დობროპილიაზე თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

08 მარტი 2025, 11:03 278 ნახვა
00:00
00:00

რუსეთის მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაზე მიტანილი იერიშის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაშავდა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაშავებულებს შორის ხუთი ბავშვია.

დაზიანებულია ხუთი რვასართულიანი შენობა, ასევე ავტომობილები. ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ სახლებსა და ადმინისტრაციულ შენობაში.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსულმა ძალებმა ღამით ქალაქზე სამი შეტევა განახორციელეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში