არქივის დღე

08 მარტი 2025, 11:52 426 ნახვა

პროფესიული დღე ღონისძიებით აღნიშნეს აჭარის საარქივო სამმართველოში და ამ დღის ისტორიასა და არქივის როლზე ისაუბრეს . ასევე საუბარი შეეხო მიწის გაფორმებისა და დიგიტალიზაციის პროგრამებს. აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსის ინფორმაციით დოკუმენტების გაციფრულების პროცესი აქტიურად გრძელდება და მომდევნო წლიდან მოქალაქეებს ციფრულ ვერსიებთან წვდომა შეეძლებათ. ტრადიციულად გაზაფხულის პირველი კვირა , საარქივო კვირეულად ცხადდება , რომლის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება იმართება . არქივისტის კვირეული 1999 წლიდან აღინიშნება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში