დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხულოში

08 მარტი 2025, 11:53 161 ნახვა

ხულოში, მარტის კვირეულის ფარგლებში, დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
საზეიმო ღონისძიებას, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯამბულატ მელაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წევრ ვახტანგ ბერიძესთან ერთად დაესწრო, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქალბატონებს დედისა და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და მათ საჩუქრები გადასცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში