წყალდიდობა არგენტინაში

08 მარტი 2025, 11:50 276 ნახვა

წყალდიდობას არგენტინის ქალაქ ბაია ბლანკაში სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მობილიზებულია ყველა რესურსი, მათ შორის მუნიციპალური ჯგუფები, საზღვაო ფლოტი და არგენტინის არმია. უწყების ცნობით, ძლიერმა წვიმამ ბუენოს-აირესის პროვინციაში მდებარე ქალაქ ბაია ბლანკაში ხიდები და გზები გაანადგურა, რის გამოც ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. არგენტინის ეკონომიკის მინისტრმა, ლიუს კაპუტომ განაცხადა, რომ მთავრობამ ბაია ბლანკას დასახმარებლად 10 მილიარდი პესო გამოყო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში