პროტესტის 100 დღე ბათუმში

08 მარტი 2025, 11:56 128 ნახვა

„პროტესტის მე-100 დღე“, - ამ ლოზუნგით საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა ბათუმშიც. მოქალაქეები თავდაპირველად,ტრადიციულად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, 100 დღეა ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ხელახლა ჩაატაროს.
აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა. მათ ასევე, სხვადასხვა აქციის დროს დაკავებული პირების გათავისუფლება მოითხოვეს. შეკრებილების განცხადებით, პროევროპულ აქციებზე მოქალაქეებს უკანონოდ აკავებდნენ.აქცია-მსვლელობისას პერიოდულად ისმოდა შეძახილები „არა რუსულ მთავრობას”.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში