ბათუმში ნიჩბოსნობაში მიხეილ ლომთათიძის სახელობის ტურნირი იმართება. ჩემპიონატი სამ სხვადასხვა კატეგორიად ტარდება და მასში რეგიონის 60 -მდე ნიჩბოსანი მონაწილეობს. ტურნირში სპეციალური მოწვევით მონაწილეობს ლიტვის ნიჩბოსანთა გუნდი. ჩემპიონატი ორ დღეს გაგრძელდება და პრიზიორები ხვალ გამოვლინდებიან.