საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი თიანეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 27 კილომეტრში, სოფელ უკანაფშავში იყო.
მათივე მონაცემებით, ბიძგები 15:28 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიძლიერემ 4.0 მაგნიტუდა შეადგინა.
დღეს, დილით 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა სომხეთშიც, საქართველოს საზღვრიდან 45 კილომეტრში. მიწისძვრის ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.