საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან, გიორგი დგებუაძესთან ერთად, რუსთავის მე-5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა.
ადგილზე მსჯავრდადებულებს, ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის ორგანიზებით, სხვადასხვა სახის არაგეგმური სამედიცინო მომსახურებები გაეწიათ, როგორებიცაა სკრინინგი და ექიმ-სპეციალისტების მომსახურება.
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ქალებმა C და B ჰეპატიტის სკრინინგული კვლევა, ძუძუს, კოლორექტული კიბოსა და საშვილოსნოს ყელის სკრინინგი ჩაიტარეს.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, დაავადების უსიმპტომო სტადიაზე დადგენა მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის ეფექტურობას და აუმჯობესებს გამოსავალსა და ცხოვრების ხარისხს.
სხვადასხვა სახის არაგეგმური სამედიცინო მომსახურებები 200-მდე მსჯავრდებულს გაეწია.
ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.