ქალთა დღე ქედაში

08 მარტი 2025, 17:53 257 ნახვა

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ მამუკა თურმანიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად სოფელ ცხემნაში მცხოვრებ უხუცეს ქალბატონს  დედის და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.94 წლის ემინე აბაშიძე ომის ვეტერანია და აქვს შრომის გმირის წოდება.
უხუცესს 4 შვილი, 10 შვილიშვილი და 16 შვილთაშვილი ყავს.ამ დღესთან დაკავშირებით, დღეს ცხმორისი კულტურის სახლში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, რომელშიც კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები ღებულობდნენ მონაწილეობას.
ღონისძიების ფარგლებში 135 ქალბატონს გადაეცა ფასიანი საჩუქრები.ღონისძიება განათლების კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურული ღონისძიებების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში