საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობა უარესდება - საია

08 მარტი 2025, 17:54 147 ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ქალთა საერთაშორისო დღეს განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ სახელმწიფო ქალთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების ნაცვლად, მიზანმიმართულად აუარესებს გენდერული თანასწორობის კანონმდებლობას და ღიად ახალისებს ქალთა მიმართ გენდერულად მოტივირებული ძალადობის ისეთ ფორმებს, როგორიცაა სექსუალური შევიწროება.
საიას შეფასებით, პრობლემების აღმოფხვრის ნაცვლად, „ქართული ოცნება” საკანონმდებლო სივრცეს კიდევ უფრო აშორებს სტამბოლის კონვენციის სტანდარტებს და ცდილობს კანონმდებლობიდან გააქროს სიტყვები „გენდერი” და „გენდერული თანასწორობა”.
ორგანიზაციის შეფასებით, გარდა საკანონმდებლო ცვლილებებისა და ანტიგენდერული პროპაგანდისა, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აქტიური ქალების წინააღმდეგ ინტენსიურად იყენებს გენდერულად მოტივირებული ძალადობის სხვადასხვა ფორმასაც

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში