ტრენინგი მშობლებისთვის

09 მარტი 2025, 14:47 119 ნახვა

საგანმანათლებლო პროექტის “მშობელთა სკოლის” ფარგლებში, თბილისში, სასტუმრო რედისონში, ფონდი “სოლიდარობა განათლებისთვის” და ორგანიზაცია “გადაარჩინე პატარა სიცოცხლე” ორგანიზებით, ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის მიზანი მომავალი და ახალბედა მშობლებისთვის, ორსულობის დაგეგმვაზე, ბავშვის მოვლაზე, პოსტ სამშობიარო დეპრესიასა და გენეტიკური პათოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ წამყვანი სამედიცინო სპეციალისტები, მათ შორის გენეტიკოსები, პედიატრები, ნეონატოლოგები, მეან-გინეკოლოგები და მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტები, რომლებიც მშობლებს უახლეს სამედიცინო ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებენ. აღნიშნული ტრენინგების გამართვა დედაქალაქის გარდა, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშიც იგეგმება.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში