პროტესტის მონაწილე სტუდენტები დააჯარიმეს

09 მარტი 2025, 17:53 169 ნახვა

თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები პოლიციამ 5000-5000 ლარით დააჯარიმა. ჯამში ჯარიმა პროტესტის მონაწილე დაახლოებით 10 სტუდენტს გამოუწერეს.  მიზეზი ახალი კანონია, რომლის თანახმადაც შენობაში აქციის გამართვა იკრძალება.
დაჯარიმებულმა სტუდენტებმა, რომლებიც პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტში ღამეებს უკვე ორ თვეზე მეტია ათევენ, თეატრალური უნივერსიტეტის შიდა სივრცე, როგორც თავად ამბობენ, იძულებით დატოვეს. ახალგაზრდები ამბობენ, რომ პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. პარალელურად, ახალგაზრდებს სოლიდარობას უცხადებენ პროფესიონალი მსახიობებიც.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში