წყალდიდობა არგენტინაში - დაღუპულია 16 ადამიანი

11 მარტი 2025, 08:50 130 ნახვა

არგენტინაში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. რვა საათიანმა უწყვეტმა ნალექმა გაანადგურა გზები და ხიდები, დაიტბორა შენობები და ქალაქის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

1450-ზე მეტ ადამიანს მოუწია საცხოვრებელი სახლების დატოვება, მათ შორის საჭირო გახდა საავადმყოფოდან ახალშობილი ბავშვების ევაკუაცია.

ქალაქის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. ამ დროისთვის მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში