აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი საუდის არაბეთში დღეს გაიმართება

11 მარტი 2025, 10:19 160 ნახვა

ჯიდაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, უკრაინის საგარეო და თავდაცვის მინისტრები, ასევე პრეზიდენტ ზელენსკის აპარატის ხელმძღვანელი შეხვედრას გამართავენ. მოლაპარაკებებს ვოლოდიმირ ზელენსკი  არ დაესწრება.

რუბიოს თქმით, კონსულტაციების დროს შეერთებული შტატების დელეგაცია  შეეცდება გაიგოს, რა დათმობებზეა წამსვლელი კიევი, მშვიდობისთვის. თუმცა, რუბიო ამბობს, რომ დათმობაზე წასვლა ორივე მხარეს მოუწევს და ეს შესაძლოა იყოს ტერიტორიულიც.

„გუნდი ადგილზეა. ჩვენ ვემზადებით სამუშაოდ. უკრაინის ინტერესების დაცვით, ომის დასრულების მკაფიო ხედვით, ჩვენ ეფექტურად ვიმუშავებთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან", - დაწერა უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში