უკრაინის პრეზიდენტი საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში ტახტის მემკვიდრე პრინცს და პრემიერ-მინისტრს შეხვდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შეხვედრა უკრაინაში ომის მშვიდობიან მოგვარებას მიეძღვნა. უკრაინის პრეზიდენტმა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცთან ტყვეებისა და ბავშვების დაბრუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ლიდერებმა ასევე განიხილეს უსაფრთხოების მომავალი გარანტიების ფორმატები. ზელენსკის თქმით, უკრაინის დელეგაცია რჩება ჯიდაში, რათა ამერიკის გუნდთან იმუშაოს.