უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა

11 მარტი 2025, 14:09 142 ნახვა

საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის მხრიდან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი მაიკ უოლცი. უკრაინულ დელეგაციას შეხვედრაზე წარმოადგენენ საგარეო და თავდაცვის  მინისტრები და  პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.

ჯიდაში მიმდინარე მოლაპარაკებები უკრაინასა და აშშ-ის შორის პირველი მაღალი დონის შეხვედრაა მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ვიცე-პრეზიენტ ჯეი დი ვენსის ვოლოდიმირ ზელენსკისთან სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ვაშინგტონმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა.

მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს საუდის არაბეთში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში