კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით ფილიპინების ექსპრეზიდენტი დააკავეს. ქვეყნის ყოფილი პირველი პირი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერით, მანილას აეროპორტში დააკავეს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო როდრიგო დუტერტეს და სხვების სავარაუდო დანაშაულებს იძიებს.
ფილიპინელი უფლებადამცველები ყოფილ პრეზიდენტს 6000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილში ადანაშაულებენ. პოლიტიკოსი ღიად მოუწოდებდა ნარკორეალიზატორებისა და ნარკომომხმარებლების მიმართ ძალადობისკენ და ამბობდა, რომ პირადად სამი ნარკორეალიზატორი ჰყავს მოკლული.
როდრიგო დუტერტე ფილიპინების პრეზიდენტი იყო 2016 წლიდან 2022 წლამდე.