ქართულ ხელბურთს აქვს ძალიან დიდი ტრადიციები, მადლობა თითოეულ ხელბურთელს, თავდადებითა და ნიჭიერებით მოიპოვეს არაჩვეულებრივი წარმატება - პრემიერი

11 მარტი 2025, 15:39 115 ნახვა

ქართულ ხელბურთს აქვს ძალიან დიდი ტრადიციები და რა თქმა უნდა, ამ ტრადიციებს უნდა დაეფუძნოს ჩვენი ხელბურთის შემდგომი წარმატება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხელბურთელების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ხელბურთელებს, მწვრთნელებსა და ფედერაციის წარმომადგენლებს.

"მხოლოდ და მხოლოდ მადლობის სიტყვები შეიძლება, ითქვას ჩვენგან იმ წარმატებასთან დაკავშირებით, რომელსაც თქვენ მიაღწიეთ. ჩვენ 30 წელი ველოდებოდით ასეთ მნიშვნელოვან მოვლენას, რომელიც არის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და სწორედ თქვენ, თქვენმა თაობამ მიაღწია ამ უდიდეს წარმატებას, რაც ვფიქრობ, არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი განვითარების იმ ახალი ეტაპის, რომელმაც ქართულ ხელბურთს კიდევ უფრო დიდი წარმატებები უნდა მოუტანოს. ქართულ ხელბურთს აქვს ძალიან დიდი ტრადიციები და, რა თქმა უნდა, ამ ტრადიციებს უნდა დაეფუძნოს ჩვენი ხელბურთის შემდგომი წარმატება, ყველას მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა განსაკუთრებით ფედერაციის ხელმძღვანელობას. ჩვენ ვიცით, რომ სწორი მართვის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა, პირადად ბატონ ვახტანგ მეიფარიანს მადლობა, მინდა, ფედერაციის თითოეულ ხელმძღვანელ პირს და თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო. მადლობა მწვრთნელებს, ტიტე კალანდაძეს, რომელმაც ხელბურთის განვითარების ახალ ეტაპს დაუდო საფუძველი, მას შემდეგ, რაც საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დღეს ის არაჩვეულებრივად წარმართავს სამწვრთნელო საქმიანობას ჩვენს ეროვნულ ნაკრებში. მადლობა თითოეულ ხელბურთელს, ძალიან ემოციური იყო ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მოთამაშეების თავდადებული თამაშის ხილვა და ამ თავდადებით, ნიჭიერებასთან ერთად იქნა მოპოვებული ის არაჩვეულებრივი წარმატება, რომელსაც ყველამ ერთად მივაღწიეთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში