მოსამართლე მარიანა ფომაევამ პროევროპული აქციის 20-მდე მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 -5000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირთა მხოლოდ ნაწილი დაესწრო.
მათ გადაწყვეტილება სასამართლოს დარბაზში გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები მოსამართლის გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ და ამბობენ, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი სცენარი. „ადმინისტრაციული კანონი , როგორც სადამსჯელო მექანიზმი“ - ასე აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.
დაჯარიმებულთა ნაწილის ინტერესებს საია იცავს, დანარჩენებს კი კერძო ადვოკატები ჰყავთ. მოპასუხე მხარის შეფასებით, მოსამართლე დაეყრდნო მხოლოდ საპატრულო პოლიციის მიერ წარმოდგენილ იმ ვიდეო მასალებს, რომლითაც როგორც ამბობენ არ დასტურდება რომ აქციის მონაწილეებმა 31 იანვარს საღამოს საათებში ზვიად გამსახურდიასა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაში ზებრა გადასასვლელზე ინტენსიური მოძრაობით გზის სავალი ნაწილი ჩახერგეს და აცხადებენ, რომ მათ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონი არ დაურღვევიათ.
ადვოკატები ბათუმის საქალაქო სასამართლოდ დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ. აქციის კიდევ 7 მონაწილეზე გადაწყვეტილება სასამართლოში ხვალ გამოცხადდება.