აჭარაში ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა დაიწყო

12 მარტი 2025, 12:01 219 ნახვა

40 ათასს აბონენტს უკვე მიეწოდება ბუნებრივი აირი აჭარაში, გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

,,სოკარ ჯორჯია გაზი’ აჭარის დირექტორის თქმით, ბუნებრივი აირის სრულად აღსადგენად ორი დღეა საჭირო. ბათუმის რამდენიმე უბანში გაზის მიწოდება გუშინვე აღდგა.

ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში 145 ათას აბონენტს ბუნებრივი გაზი არ მიეწოდებოდა. მიზეზი სოფელ ცეცხლაურში გაზის გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოები იყო.

გაზსადენის დაზიანების გამო ბუნებრივი აირით მომარაგება გურიის ნაწილს მოსახლეობის ნაწილსაც შეეზღუდა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში